Logo

ზვიად კვაჭანტირაძე – კანონის მხარდამჭერების და ინიციატორების მიმართ, დამატებით მათი ოჯახის წევრების მიმართაც, ევროკავშირის მიერ დაწესდება მკაცრი სანქციები

პოლიტიკა
1371
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ევროპელი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაციით, “ხალხის ძალის” მიერ კანონპროექტის ინიციატორების და მხარდამჭერების, ასევე მათი ოჯახის წევრებიდ მიმართ ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციები დაწესდება. 

 

“ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სახელით შენიღბული სრულიად ანტიევროპული, “კუდიანებზე ნადირობის” დამკანონებელი კანონის მიღების შემთხვევაში, მისი მხარდამჭერი პარლამენტის წევრების და კანონპროექტის ინიციატორების მიმართ კი, დამატებით მათი ოჯახის წევრების მიმართაც, ევროკავშირის მიერ დაწესდება მკაცრი სანქციები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს ევროკავშირის და შენგენის შეთანხმების ქვეყნების ტერიტორიაზე მათი შესვლის შეზღუდვას (საჭიროების შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ შესვლა უშუალოდ ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე) და პირად ეკონომიკურ სანქციებს.

 

შემდეგი ეტაპი, ალბათ, იქნება სანქციები ქვეყნის მიმართ. იმედი არ მაქვს, მაგრამ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. (ჩემი, ყოფილი ევროპელი კოლეგებისგან დღეს მიღებული ინფორმაციაა.)”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები