
ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენი მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სუვერენული მანევრირების სივრცე. მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს და „ქართული ოცნების“ გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას.
"სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო მათ აღასრულებს ქართული სასამართლო… ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა გარე დირექტივებით. ჩვენი პასუხი ამ შემოტევაზე არის სტრატეგიული მედეგობა. ჩვენ არ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმის და უსუსურობის განცდის დანერგვაა. ამიტომ, ჩვენ პროაქტიულად დავუპირისპირდებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩვენ გავაძლიერებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას რეგიონებში, რათა ქვეყანა გარე შანტაჟის მიმართ ხელშეუხებელი გახდეს, და რაც მთავარია ჩვენ დავეყრდნობით ახალ თაობას, რომელსაც აქვს მყარი ეროვნული იდენტობა და რომელსაც ვერავინ შემოასაღებს სუვერენიტეტის დათმობას „დემოკრატიის“ ნიღბით. დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ეს არის ჩვენი პოზიციების ცივსისხლიანად და მყარად გატანის საშუალება. საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას“.- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს