ზვიად შალამბერიძე - ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე "ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი და მუხლის გადაკვალიფიცირება მოწმობს იმას, რომ მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია.
"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არის სრულიად დამოუკიდებელი და ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს, იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სხვადასხვა სპეკულაციები ამ თემაზე, რომელიც უკვე დაიწყო, რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება ნამდვილად უადგილოა. გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი, რაც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს