
ავტორი
Front News საქართველო
ჯო უილსონის ისევ გამოგორება საინტერესოა, რადგან ის კანონი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომელსაც აპროტესტებს. მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის საელჩოს განცხადება ვიხილეთ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე მას სიმამაცე არ ეყო ან ინფორმაცია არ ჰქონდა.
"როგორც კი ამერიკის საელჩომ განცხადება გააკეთა, იქვე გამოჩნდა ხავსს მოკიდებული და ხავსს მოჭიდებული პოლიტიკოსი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ჯო უილსონი რაიმე კანონპროექტებს ამზადებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადდება, რომლებსაც კანდელაკები და ძმანი-დანი მისნი წარმოადგენენ და ეს პროექტი მასთან გაიგზავნება. ჯო უილსონი კი, როგორც აქამდე, კანონპროექტს წაიკითხავს. როცა სჭირდებათ, ამ ადამიანს გამოაგორებენ ხოლმე. ჩვენი აგენტურა ოპოზიცია მართლა მეცოდება, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ჯო უილსონია“, – განაცხადა შალამბერიძემ.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს