Logo

ზვიად შალამბერიძე - ვფიქრობ, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" იმ აქციაზე, რომელიც არის ცალსახად არასანქცირებული

პოლიტიკა
574
Frontnews
ზვიად შალამბერიძე - ვფიქრობ, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" იმ აქციაზე, რომელიც არის ცალსახად არასანქცირებული

რუსულ ოკუპაციას სააკაშვილის პატიმრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არც არანაირი მხარდაჭერა არ ექნება დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" იმ აქციაზე, რომელიც არის ცალსახად არასანქცირებული, - ამის შესახებ Front News-თან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პარტიას ხალხში განულებული აქვს რეიტინგი.

"რა თქმა უნდა, რუსულ ოკუპაციას სააკაშვილის პატიმრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არც არანაირი მხარდაჭერა არ ექნება დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" იმ აქციაზე, რომელიც არის ცალსახად არასანქცირებული, რომელზეც მათ მიიღეს უარი შსს-სგან და თან ძალიან ობიექტურად. იქ იყო პუნქტები, რის გამოც ეთქვათ უარი, რომ არ იყო პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა წერილზე და არ იყო ადამიანების რაოდენობა განსაზღვრული, შესაბამისად, ამის გამო ეთქვათ უარი.

რაც შეეხება ხალხს, მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი არ მივა იმიტომ, რომ ეგ პარტია განულებულია ბოლომდე. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ ის რეიტინგები, რაც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და სხვა პარტიებსაც.

სააკაშვილის ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეშინია, ფაქტია. 2012-ში არ შეშინებია, როდესაც პოლიტიკაში გადაწყვიტა შემოსვლა და თან მაშინ, ძალიან კარგად ვიცით, რამხელა ძალაუფლება ჰქონდა სააკაშვილს და მის გუნდს და დღეს, მით უმეტეს არ ეშინია", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

17:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების 5  წლისთავთან დაკავშირებით აქციას რიყის პარკში გამართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები