ამინდის პროგნოზი

დავით ნარმანია ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

 
07 January, 2017   1 თვის 2 კვირის წინ
 
144

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათები გადასცა. თბილისის საკრებულოსთან გამართულ ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.  

თბილისის მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა. 

„შობა გამორჩეული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს, შობასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ალილოობა აღინიშნება. ქალაქ თბილისის მერია თბილისის საკრებულოსთან ერთად აგრძელებს ალილოში მონაწილეობის ტრადიციას. ჩვენ ვუერთდებით ამ სახალხო დღესასწაულს და საჩუქრებს გადავცემთ მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს, პატარებსა და მოხუცებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა