ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს - სულიკო საყევარიშვილს 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ვაჟა გიგაურს ასევე 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სამივე ბრალდებული დღესვე გათავისუფლდება.

განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. 

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ. 

მსგავსი სიახლეები