ექსკლუზივი: უკრაინაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

Front News Ukraine-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს.

თეიმურაზ შარაშენიძე 20 სექტემბრიდან შვებულებაში გადის და ელჩის თანამდებობას აღარ დაუბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.

შარაშენიძე უკრაინაში საქართველოს ელჩად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, თუმცა 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიციის გამო, ის კიევიდან გამოიწვიეს და უკან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში დაბრუნდა.

თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2011-2018 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი. მანამდე 2004-2008 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა  თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში  საქართველოს გენერალური კონსულად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები