ბადრი ჯაფარიძე - კიდევ არაერთი ინვესტორი უჩივის "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას

კიდევ არაერთი ინვესტორი უჩივის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უპასუხისმგებლო და ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო,  - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც "ნამახვანჰესის“ პროექტის შესაძლო შეჩერებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით,  ქართული ოცნების“ მთავრობამ მთელი პროცესი ისე არაპროფესიონალურად და ცუდად წარმართა, რომ ამან ადგილობრივ მოსახლეობასთან და ინვესტორთან დაპირისპირება გამოიწვია.

"ცხადია, ინვესტორების მიმართ იმ დამოკიდებულებამ, რომელსაც ბოლო წლებში „ქართული ოცნება“ იჩენდა, უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და ინვესტიციები არ შემოვიდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ახალი სამუშაო ადგილები, შემოსავლები ქართული ოჯახებისათვის და ეს შეწყვიტეს. გარდა ამისა, უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ამან დამატებითი ფინანსური ტვირთი დააკისრა ისედაც მწირ ბიუჯეტს, ახლა დამატებითი ხარჯები, რაც მთავრობამ მოითხოვა საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის, ეს იმ მიზეზით ხდება, რომ კიდევ არაერთი ინვესტორი უჩივის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უპასუხისმგებლო და ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო. ამის შედეგია, რომ დამატებით კიდევ 50 მილიონი ლარის ხარჯვა უწევს, ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო. იმ ნაბიჯების, რომლებმაც გააქცია ინვესტორები ქვეყნიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომპანია „ენკას" მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კი კომპანია ერთი თვის შემდეგ გეგმავს ხელშეკრულების მოშლას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები