თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სენაკის ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და კომიტეტის წევრი, თეონა აქუბარდია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზას ეწვივნენ და საბრძოლო მომზადების და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, თავდაცვის ძალების უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2021“ მიმდინარეობას გაეცნენ.

"საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ადგილზე გავეცანით ქვედანაყოფის ფუნქცია-მოვალეობებს, საბრძოლო მომზადების პროგრამას და და დავესწარით „დიდგორი 2021“  მართვისა და კონტროლის სწავლების პროცესს.   მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ზრუნავს სამხედროების კეთილდღეობაზე და საამაყოა, ის რომ დღეს ეს ბრიგადა არის ერთ-ერთი სამაგალითო როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე სამხედრო აღჭურვით და ბრძოლისუნარიანობით“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

კომიტეტის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, საინტერესოა თავდაცვის ძალების იმ სამხედრო ბაზის მონახულება, რომელსაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წამყვანი ადგილი უკავია.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა და საბრძოლო მომზადების სწავლების პროცესი. კომიტეტის წევრები საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში  დავესწარით სამეთაურო-საშტაბო სწავლების იმ კომპონენტს, რომელიც აღნიშნულ ბაზაზე მიმდინარეობს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან  საინფორმაციო ბრიფინგიც მოვისმინეთ.

მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალების განვითარებაში ჩართული იყოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ზედამხედველობა ხდებოდეს პარლამენტის მხრიდან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები