ლაშა გოგიაშვილმა ზედა საზანოში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და დამატებით საჭიროებებს გაეცნო.

"სოფელ ზედა საზანოში წარმატებით ხორციელდება 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის პირველი სართულის მშენებლობა დასრულებულია და  მიმდინარეობს მეორე სართულის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები,  პარალელურად ხდება ეზოს კეთილმოწყობაც. საბავშვო ბაღში მოეწყობა სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 944483 ლარია. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები