ნათია მეზვრიშვილი - "ოცნება“ ავტორიტარული მმართველობისათვის დამახასიათებელი მეთოდებით აუქმებს სამსახურს, რომელიც პარტიას არ ემორჩილება

"ოცნება“ ავტორიტარული მმართველობისათვის დამახასიათებელი მეთოდებით აუქმებს სამსახურს,  რომელიც პარტიას არ ემორჩილება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. 

"ოცნებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ უწყება, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებს პარტიას არ უთანხმებს, პარტიული ვერტიკალისათვის დაექვემდებარებინა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს „ოცნება“ აკეთებს არჩევითი თანამდებობის მიმართ, აკეთებს ისეთი მეთოდებით, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული მმართველობისთვის - სადღაც ბნელ ოთახში წერს კანონპროექტს, შემდგომ ამის შესახებ არ აგებინებს არავის, მათ შორის არც პირველ რიგში ინსპექრორის სამსახურს", - განაცხადა მეზვრიშვილმა 
 
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები