თორნიკე შარაშენიძე - რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს ინტერესებში არანაირად არ შედის

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს ინტერესებში არანაირად არ შედის, - ამის შესახებ  Front News-ს  GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, ამაზე გაკეთებულმა განცხადებამაც კი ქვეყანაში უკვე გამოიწვია დაძაბულობა. 

"არანაირად არ შედის ეს საქართველოს ინტერესებში, ამას არეულობისა და პოლარიზაციის ზრდის მეტი ჩვენთან არაფერი არ მოყვება. დავიწყოთ იმით, რომ არავინ აპირებს, როგორც გაირკვა, რძის პროდუქტების შეტანას რუსეთში.  ამაზე გაკეთებულ პირველსავე  განცხადებას მოყვა მხოლოდ დაძაბულობა და ისტერიკა. რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, პრაგმატულადაც რომ ვიმსჯელოთ და მორალს რომ შევეშვათ, მაინდამაინც ახლა არ გვჭირდება, იმიტომ რომ რუსეთი ეკონომიკურ კრიზისში იქნება და ვერაფერ ხეირს  ვერ მივიღებთ.  ერევნის გავლით რუსი ტურისტები ისედაც შემოდიოდნენ.  ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც აქ გამოიწვევს დაძაბულობას, რომელიც არ გვაკლია ისედაც. ეს ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ არის. ასეთ სიტუაციაში სიმშვიდეა საჭირო“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. 

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების ნება დართო. ამასთან, რუსეთში გაკეთდა განცხადება  საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, აღნიშნულ განცხადებებს საქართველოსა და უკრაინაში არაერთგვაროვანი განცხადებები მოყვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები