უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბუჩაში სისასტიკის ჩამდენი რუსი დამპყრობლების ნაწილი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, იზიუმთან ბუჩაში სისასტიკის ჩამდენი რუსი დამპყრობლების ნაწილი გაანადგურეს

"რუსეთის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში, წამებასა და გაუპატიურებაში, იზიუმის დასახლებულ პუნქტში მოქმედებდნენ და უკვე განიცადეს ზარალი", - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, "ПЗН 18+"-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს 64-ე ბრიგადაში შემავალი ოკუპანტების ჯგუფი, რომლებიც ბუჩაში გოგონებსა და ქალებს აუპატიურებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ის ოკუპანტიც, რომელსაც ცოლმა უკრაინელი ქალების გაუპატიურების "უფლება მისცა" და უთხრა: "შეგიძლია უკრაინელი ქალები გააუპატიურო, უბრალოდ არ მითხრა". ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 აპრილს გაავრცელა. 

15 აპრილს ჟურნალისტებმა ამ საუბარში მონაწილეების ვინაობა დაადგინეს. კერძოდ, რადიო თავისუფლებამ მათი სახელები დაასახელა. ეს არის 27 წლის რომან ბიკოვსკი და მისი ცოლი ოლგა პინიასოვა - ბიკოვსკაია. ორივე რუსეთის ფედერაციის ორიოლის რეგიონიდანაა. ქალი შვილს ოკუპირებულ ყირიმში ზრდის.

მსგავსი სიახლეები