პუტინმა ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა

უკრაინის ქალაქ ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დადანაშაულებულ ბრიგადას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა.

პუტინმა 64-ე ცალკეულ გვარდიულ მოტომსროლელ ბრიგადას "დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის" გვარდიის წოდება რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის მიანიჭა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები ომის დამნაშავეებად დაასახელა, რომლებიც უშუალოდ ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეში მონაწილეობდნენ.

ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ ბუჩაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები