ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა ამ დრომდე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია. 

კარდიოლოგ დავით გაბელაიას თქმით, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასაჯაროებთ. ჯერჯერობით, გაწერა არ იგეგმება, ეს დამოკიდებულია როგორი იქნება პაციენტის მდგომარეობა," - განაცხადა კარდიოლოგმა დავით გაბელაიამ.

მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. ხათუნა ნაჭყებია ინფარქტის დიაგნოზით ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკვლელობის დღეს მოათავსეს.

უახლესი ამბები