ნუგზარ წიკლაური - ციხის საკნიდან მომზირალი მიხეილ სააკაშვილი იყო დღევანდელი დღის ტრაგიკული სიმბოლო

ციხის საკნიდან მომზირალი მიხეილ სააკაშვილი იყო დღევანდელი დღის ტრაგიკული სიმბოლო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას დევნილობის დროს შევარდნაძის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის  აღნიშვნა იყო ტრაგედია, ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისას ცინიზმია თავისუფლებაზე ლაპარაკი. 

"30 წლის წინ გროზნოში ზვიად გამსახურდიას დავემშვიდობე. ვუთხარი, ხვალ 26 მაისია, ბეიკერი ჩამოდის საქართველოში. გაეცინა რაღაცნაირად და მითხრა, - შევარდნაძე აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობას? მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ტრაგედია იყო, რომ კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია დამოუკიდებლობის მოპოვებას, იყო განდევნილი საქართველოდან, ხოლო ის, ვინც კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო და ყველანაირად ეწინააღდეგებოდა დამოუკიდებლობასა და დისიდენტურ მოძრაობას, ის აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს.

ასე იყო დღესაც. ციხის საკნიდან მომზირალი მიხეილ სააკაშვილი ტრაგიკული სიმბოლოა დღევანდელი საქართველოსი. ამიტომ რაც უნდა ილაპარაკონ აღლუმებზე, როგორი მგზნებარეც უნდა იყოს მათი სიტყვები, როგორადაც უნდა ლაპარაკობდნენ დამოუკიდებლობაზე და როგორი თვითმფრინავებიც უნდა  სერავდნენ საქართველოს ცას ზეიმის ნიშნად, ეს სიმბოლო არავის დაანებებს იმ თქმას, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა. ეს პოლიტიკური დევნაა, ისევე როგორც  ნიკა გვარამიას დაპატიმრება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები