გუბაზ სანიკიძე - დოდონის დაკავებაში საკუთარი მომავალი შეიძლება დაინახოთ

დოდონის დაკავებაში  საკუთარი მომავალი შეიძლება დაინახოთ, - ასე მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე  „ქართული ოცნების“ ლიდერებს. 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“  მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ფაქტს საკუთარი პროპაგანდისთვის  იყენებს. 

"ახლა დაიჭირეს  მოლდავას ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი. „ქართულმა ოცნებამ“  დაიწყო „სატელევიზოო წვრთნა“ - აი, იმათაც პრეზიდენტი დაიჭირეს. 

იმას ედავებიან სახელმწიფო ღალატს და არა პიჯაკების საქმეს! სააკაშვილს დაუმტკიცებთ ქვეყნის ღალატს? მისხალი რომ ჰქონოდა, ამაზე დაიჭერდით. დოდონს ედავებიან სახელმწიფო ღალატს, კორუფციას და კრიმინალთან კავშირს. არ გაგონებთ ვინმეს? ნეტავ ვის გავს? საკუთარი მომავალი შეიძლება დაინახოთ. წითელ ხაზებს ერთი მხარე რომ გადავა და მერე რაღაცეები შეიცვლება, აღმოჩნდება, რომ წითელი ხაზი აღარ არსებობს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტიც დააკავეს, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. 

მოლდავას ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი 24 მაისს დააკავეს, მას ბრალი ედება სამშობლოს ღალატში, პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებასა და ქრთამის აღებაში. დოდონს დღეს 30-დღიანი შიდა პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები