საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის დასრულების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ.

მანამდე, დღევანდელ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილს მიმართა: "მე არც მაშინ მეშინოდა, როცა ხელისუფლებაში იყო მიშა სააკაშვილი, არც ახლა მეშინია. განსხვავებით თქვენგან, მაშინაც გეშინოდათ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ სააკაშვილის, სააკაშვილის გეშინიათ ჯანმრთელის, სააკაშვილის გეშინიათ კიევში, სააკაშვილის გეშინიათ თბილისში, სააკაშვილის გეშინიათ ციხეში, სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლის, სააკაშვილის გეშინიათ მკვდრის, ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის". 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს „გაყიდული და მოღალატე კაცი“ უწოდა.

"ჩვენ, მეგობრებო ვდგავართ ძალიან სერიოზული, ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება ასე ითქვას. ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მე მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. თქვენ ყველამ რომ იცოდეთ, ეს კაცი 100 000 დოლარად არის გაყიდული. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები, არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. შენ ხარ სულგაყიდული, მოღალატე კაცი და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები