გუბაზ სანიკიძე - სტალინის ხატზე მიდის მძიმე სამოქალაქო ომი ქვეყანაში და გელათი იშლება, ეს არის დაცემა

სტალინის ხატზე მიდის მძიმე სამოქალაქო ომი ქვეყანაში, ლამის ქვები დაუშინონ ერთმანეთს და გელათი იშლება, ეს არის დაცემა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

სანიკიძის თქმით, საზოგადოებისთვის ყველაზე დაუძინებელი მტერი არის უწიგნურობა.

"უწინგურობაა ყველაზე დიდი მტერი. სტალინის ხატზე მიდის მძიმე სამოქალაქო ომი ქვეყანაში, ლამის ქვები დაუშინონ ერთმანეთს და გელათი კი იშლება. რუსეთზე უფრო დიდი მტერი, საგარეო გამოწვევებზე უფრო დიდი მტერი არის უწიგნურობა. პოლიტიკას თავისებური ცოდნა, წლები, გამოცდილება, გამარჯვებაც და დამარცხებაც სჭირდება. დამარცხების შემდეგ ფეხზე დადგომა სჭირდება. რაღაცები დამოუკიდებლად უნდა გვქონდეს გაკეთებული, სხვის გარეშე. ქეჩოთი მოთრეული არ უნდა იყო, იმიტომ, რომ ქეჩოთივე წაგათრევენ და ეს არ იცის ამ ხალხმა.

მიშას დროს, რომ გელათში ერთი წვეთი წყალი ჩასულიყო, ზარბაზნებს ვისროდით. ყველას მივმართავ, დავანებოთ პოლიტიკოსებს თავი, ეს არის დაცემა, აქ მივმართავ ქართველ ხალხსაც და ქუთაისელებსაც, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები