ხათუნა ლაგაზიძე - დღეს საქართველომ ომი გამოუცხადა აშშ-ს, თავისი მორჩილი ტელევიზიის პირით

დღეს საქართველომ ომი გამოუცხადა აშშ-ს, თავისი მორჩილი ტელევიზიის პირით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.  

მისი თქმით,  აშშ-ის ელჩმა საქართველოს ხელისუფლება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში პირდაპირ დაადანაშაულა, რასაც „ოცნებამ“ ტელეკომპანია „იმედში" გორბის კვლევების გამოქვეყნებით უპასუხა. 

"დღეს  ისტორიული დღე გვაქვს, საქართველომ ომი გამოუცხადა აშშ-ს. სულ რაღაც ერთი საათის წინ თავისი მორჩილი ტელევიზიის პირით, დაახლოებით 2 საათის წინ აშშ-ის ელჩმა, ქალბატონმა  კელი დეგნანმა გააკეთა განცხადება, რაც არის ფაქტობრივად ვერდიქტი იმისა, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც რუსული ენით, რუსული ინტერესებით ებრძვის აშშ-ს.  დეგნანი ამბობს, რომ განცხადებები,  თითქოს აშშ-ს ან ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, 100 %-ით რუსული დეზინფორმაციაა. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ეუბნება, საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არის რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი საქართველოში და შესაბამისად, ემსახურები რუსულ საქმესო. აშშ-მა ეს ვერდიქტი გამოუტანა საქართველოს ხელისუფლებას. 

აქედან დაახლოებით ერთ საათში საქართველოს ხელისუფლება ხსნის საპასუხო ცეცხლს და უცხადებს ომს აშშ-ს. ეს ხდება ტელეეთერით, ამ კითხვით - „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“. თავისთავად, ეს გამოკითხვა არც ჩატარებულა და ამით საქართველოს ხელისუფლებამ დაუდასტურა აშშ-ს,  რომ დიახ, ის ავრცელებს დეზინფორმაციას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. 

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" ჩაატარა.  კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან? პასუხები ასე გადანაწილდა:„ნაციონალური მოძრაობა“ - 28,5%;რუსეთი -12,4%; აშშ - 12,4%;ხოლო  შეკითხვაზე: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია,  83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები