ანსამბლმა "ჩანგმა" სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო მეორე ადგილი დაიკავა

ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა  "ჩანგმა" თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიოს 64 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

"ჩანგმა" საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. დუეტების კონკურსში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ ანსამბლის მოცეკვავეები - თათია კობახიძე და ბუბა  სავანელი.

"ფასდაუდებელია ანსამბლ "ჩანგის" ხელმძღვანელებს ბატონ თამაზ ბრეგვაძის და ქალბატონ ნონა თუთარაშვილის ის თავდაუზოგავი შრომა, რაც მათ ანსამბლის განვითარებისათვის წლების მანძილზე გასწიეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტის სახელით ვულოცავთ ანსამბლს ამ დიდ გამარჯვებას და დამსახურებულ ჯილდოებს",- აცხადებენ ჭიათურის კულტურის ცენტრში.