სტოლტენბერგი - ნატო იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე მას ეს დასჭირდება

რუსეთმა, რომელმაც უკანონოდ დაიპყრო ყირიმი 2014 წელს, უკრაინის ნახევარკუნძული პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ნაწილად აქცია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

"ვლადიმირ პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო უკრაინელი ხალხის და მათი შეიარაღებული ძალების გატეხვა, რომ მას შეეძლო დემოკრატიული ერების დაყოფა, რომ მას შეეძლო თავისი პირობების კარნახი, თუმცა ის შეცდა. ამ სამიტზე უკრაინის ამდენი მეგობრის ყოფნა ამას მოწმობს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, "ომის ექვსი საშინელი თვის განმავლობაში“ უკრაინამ აჩვენა "წარმოუდგენელი უნარი გაუძლოს სასტიკ აგრესიას - უპასუხოს, დაიბრუნოს ტერიტორიები და მიაყენოს რუსეთს მძიმე დანაკარგები“.

"ნატო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვის უფლებას, უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს გაუმართლებელი ომი, მან თავად უნდა შეწყვიტოს იგი და მოაშოროს თავისი სამხედრო ძალა უკრაინის მიწას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს.

"ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობისა უკრაინასთან. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გადავიდეს საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტების აღჭურვილობაზე, გააგრძელოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და დაეხმაროს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე მას ეს დასჭირდება.

"ზამთარი ახლოვდება და ის რთული იქნება. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის დამღლელი ომი. ეს არის ნებისყოფის ბრძოლა და ლოჯისტიკის ბრძოლა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

ძლიერი, სტაბილური, დამოუკიდებელი უკრაინა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარანტია. ნატო უკრაინასთან ერთად არის მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. ჩვენ  ახლა უკრაინასთან ერთად ვართ და გავაგრძელებთ უკრაინასთან ყოფნას იქამდე, ვიდრე მას ეს დასჭირდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები