სტოლტენბერგი - უკრაინაში მოვლენების განვითარების ორი სცენარი არსებობს

ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინას მეტი დახმარება გაუწიონ ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო საშიში გახდეს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ რუსული ჯარების შემოტევას ფრონტზე. რუსეთი ახორციელებს მეტი ჯარის მობილიზებას. ეს არის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ რუსეთის მზადყოფნას შესწიროს ხალხი და სამხედრო ტექნიკა. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერის მობილიზების აუცილებლობაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოვლენების განვითარების ორი სცენარი არსებობს. პირველი - ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ უკრაინას და უკრაინის არმია შეძლებს მეტი ტერიტორიის დაბრუნებას.

"მეორე მხრივ, ეს შეიძლება არ მოხდეს და უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს და უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო საშიში გახდება“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მან განმარტა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია ქვეყნის ძლიერი შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა.

"ნატო დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია მიაღწიოს ახალ წარმატებებს, ამიტომ მას ენერგიულად სჭირდება კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები