სტოლტენბერგი - ნატო არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას და ასეთი თხოვნა არც ყოფილა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, კიევისგან შესაბამისი მოთხოვნა არ ყოფილა, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმები. ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. უკრაინელები ითხოვენ აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და საჭირო იარაღს. ჩვენ კი მათ ვაძლევთ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ალიანსი ამ ტიპის დახმარების გაგრძელებას აპირებს.

"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა რამეს გავაკეთებთ. ჩვენ ვეხმარებით მათ საკუთარი თავის დაცვაში", - აღნიშნა მან.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინას აქვს სრული და კანონიერი უფლება მოიგერიოს რუსული სამხედრო აგრესია და დაიცვას თავისი ტერიტორია, რადგან მოსკოვი აგრესიული თავდასხმით არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს. სხვა სახელმწიფოები გმობენ კრემლის ქმედებებს და, თავის მხრივ, უფლება აქვთ დაეხმარონ კიევს ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი საზღვრების ხელშეუხებლობისთვის ბრძოლაში.

"ჩვენ გვაქვს უფლება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავეხმაროთ თავის დაცვას და ამას ჩვენი მოკავშირეები აკეთებენ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები