უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკში შევიდნენ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა სამხრეთით რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია. ამის შესახებ "სამხრეთის“ ოპერატიული მეთაურობის სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

"სამხრეთის ფრონტის ხაზზე ჩვენი ჯარები მიიწევენ წინ - სხვადასხვა მონაკვეთზე, ზოგან ორი, ზოგან კი რამდენიმე ათეული კილომეტრით. ძალიან მალე დავასახელებთ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც სიხარულით ხვდებიან ჩვენს მებრძოლებს“, - განაცხადა გუმენიუკმა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა ქალაქები კუპიანსკი და იზიუმი გაათავისუფლა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის გარეუბანში შევიდნენ. ამ ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელიც ადასტურებს.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს.

უახლესი ამბები