ედუარდ მარიკაშვილი - ეს კანდიდატები შერჩეული არიან ძალიან ფართო კონსესუსით

ეს კანდიდატები შერჩეული არიან ძალიან ფართო კონსესუსით, მრავალფეროვანი ორგანიზაციების მონაწილეობითა და მხარდაჭერით, -  ამის შესახებ "საქართველოს დამოკრატიული ინიციატივების“ თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი სახალხო დამცველობის კანდიდატების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ამ კანდიდატურებიდან უნდა მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა. 

"მოლოდინი ევროკავშირიდან არის რომ სწორედ  სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერილი კანდიდატებიდან იქნება სახალხო დაცველის კანდიდატი დაყენებული და  არჩევანი სწორედ მათ კანდიდატზე გაკეთდება. ეს კანდიდატები შერჩეული არიან ძალიან ფართო კონსესუსით, მრავალფეროვანი ორგანიზაციების მონაწილეობითა და მხარდაჭერით. შესაბამისად, თუ კი „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური განზრახვა, რომ მართლაც შეასრულოს 12 პუნქტი და მართლა ქვეყანას მოუტანოს რაიმე სიკეთე, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სწორედ ამ კანდიდატებიდან უნდა მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა, ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული პოზიციაც და ოპოზიციაც“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.  

არასამთავრობო სექტორმა სახალხო დამცველობის კანდიდატებად გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები