ედუარდ მარიკაშვილი - მოსამართლემ ცარიელი ფურცლისა და პლაკატის აქციაზე ჭერა ხულიგნობად გამოაცხადა და 500 ლარით დაგვაჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა, ცარიელი ფურცლისა და პლაკატის, წარწერით “ირაყლი” აქციაზე ჭერა ხულიგნობად გამოაცხადა და 2 ივნისს დაკავებულები 500 ლარით დაგვაჯარიმა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ედუარდ მარიკაშვილი წერს.

"ეს გადაწყვეტილება არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ვინც ჩვენი საქმიანობის გამო დაგვაკავეს, გაგვასამართლეს და დაგვსაჯეს. გადაწყვეტილება ეხება ყველას, რადგან ეს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდა ყველასთვის მომავალში.

სასჯელის ერთ-ერთი მიზანია შეცვალოს სამართალდამრღვევის ქცევა უკეთესობისკენ, ხოლო ამ უკანონო გასამართლებისა და დასჯის მიზანი ჩემი საქმიანობის შემდგომ გაგრძელებაზე დაფიქრებაა. შესაბამისად, როგორი მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო სასჯელი ის ამ მიზანს ვერ მიაღწევდა. მე უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტას არ ვაპირებ - პირიქით", - წერს მარიკაშვილი.

საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით ცნეს და 500 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტი ნოდარ სიხარულიძე კი სამართალდამრღვევად ორივე წარდგენილ ბრალდებაში ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feduard.marikashvili%2Fposts%2Fpfbid02oDa3jobLc1J46UrrXmPHBFjNZZEMtbTYs2aa8tBdJLkwZEPXs2xqR1Rn54rukLf8l&show_text=true&width=500" width="500" height="412" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>