ედუარდ მარიკაშვილი - ხელისუფლებას შურისძიებისა და თამაშის მეტი არაფერი დარჩენია

არსად, იმაზე თავისუფალი არ არის სიტყვის გამო უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვიდრე შლეგად ქცეული ხელისუფლების საკანში, - წერს სოციალურ ქსელში დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი.

"გამარჯობა, თეთრი ფურცლიდან მოვყვები ამ ისტორიას:

მე ვარ ედუარდ მარიკაშვილი. უფლებადამცველი. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი. 2023 წლის 2 ივნისს 11:50 სთ-ზე პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად უკანონოდ დამაკავა. ბრალად ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მედება. რეალურად კი, დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში თეთრი ფურცელი მეჭირა და აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის კრიტიკის გამო ცოტა ხნით ადრე დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობას ვუცხადებდი. დაკავების იზოლატორი 48 სთ-ის შემდეგ, 4 ივნისს, ზუსტად 11 სთ-სა და 50 წუთზე დავტოვე. 

ხელისუფლებას შურისძიებისა და თამაშის მეტი არაფერი დარჩენია. შურს ძიობს მის კრიტიკოსებზე და თამაშობს ძალაუფლებით, რომლითაც ადამიანისთვის მთელი სამყაროს ოთხ კედელ შემორტყმულ 12 კვადრატულ მეტრამდე დავიწროვება შეუძლია. თუმცა, მათ რამდენიმე რამ ავიწყდებათ:

არსად, იმაზე თავისუფალი არ არის სიტყვის გამო უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვიდრე შლეგად ქცეული ხელისუფლების საკანში და მეორე, ხელისუფლებას ხალხისგან ძალაუფლება შურისძიებისა და ადამიანების თავისუფლებით სათამაშოდ კი არა, ხალხისვე კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დაცვისთვის აქვს გადაცემული. 

პირველი, რასაც უკანონოდ დაკავების შემდეგ ასე ცხადად გადავაწყდი, პოლიციაში დაბუდებული დიდი პრობლემაა. როგორც თევზი თავიდან, ისე იხრწნება ეს სისტემა სათავეებიდან. 

ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით ღირებულებებისგან დაცლილი შუა რგოლის ხელმძღვანელობის სახით, იმაზე დიდი და მძიმე ბორკილები ადევს ბევრ რიგით პოლიციელს, ვიდრე მე დამადეს 2 ივნისის ღამეს. ეს მათ დანაშაულის ჩადენის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებთ. თუმცა მგონია, რომ ამ სისტემის გაჯანსაღება პოლიტიკური ნების შემთხვევაში სისტემის შუა რგოლის ხელმძღვანელობის სრულ გადახალისებას მოითხოვს. 

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!

მადლობა GDI-ს გუნდს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ და ძალიან წუხდნენ ჩემი დაკავების გამო", - წერს მარიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feduard.marikashvili%2Fposts%2Fpfbid05hrskwX1PC3jJt4g1AW5GGVBTey2Fa5wetUbuDNHqbBEXjvaGZEUVbaTVLvo4W1Al&show_text=true&width=500" width="500" height="611" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>