მოსწავლეს, რომელმაც კედელზე განთავსებული სტენდიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, სკოლიდან გარიცხვით ემუქრებიან

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს, რომელმაც კედელზე განთავსებული სტენდიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, სკოლიდან გარიცხვით ემუქრებიან. როგორც გაირკვა, მოსწავლეების პროტესტი, აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დროშის სტენდზე განთავსებამ გამოიწვია.  მე-11 კლასელის მშობლის ნინო ნოღაიდელის განცხადებით, მას მოსთხოვეს ბავშვის სკოლიდან გადაყვანა, რადგან დირექციის თქმით, მოსწავლემ თუ ახლა რუსეთის დროშა ჩამოხია, შემდეგ ის რუს ბავშებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში ორი სექტორია რუსული და ქართული

"ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის დროშის გამო, პროტესტი გამოთქვეს კლასში ბავშვებმა, რომ რატომ არის სტენდზე აფხაზეთის დროშა ცალკე რესპუბლიკად გამოტანილი. ბავშვმა რუსეთის დროშა თავისი ხელით ჩამოხსნა. დამიბარა დირექტორმა  და მითხრა  გადაიყვანე, სადაც გინდაო - დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემს რუს ბავშვს დამიზიანებსო. ანუ, რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს“, - განაცხადა ნინო ნოღაიდელმა. 

სკოლაში დროშებთან დაკავშირებით განმარტებას ვერ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მოსწავლემ სასკოლო ინვენტარი დააზიანა. 

საქმეზე მოკვლევას აჭარის განათლების სამინისტრო აწარმოებს,  სკოლის დირექტორი კი დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები