ბათუმის კლინიკაში მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის კლინიკა BMS-ში მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

31 ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

ოჯახი მედიკოსების დაუდევრობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობიარე ქალს ადგილზე მკურნალობა ვერ მოახერხეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკა "ბაუში" გადაამისამართეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMS-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. ორი ექიმი იყო, ერთი ვაჟა ექიმი იყო, მეორე დალი ირემაძე. უნდა დაისაჯონ. პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა", - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მეუღლე.

კლინიკა "ბაუში" აცხადებენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, კლინიკა BMS-ში კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უახლესი ამბები