European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ბათუმში მოგზაურობას ურჩევს.

"უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები“, ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggiსამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე.

სამოგზაურო პლატფორმამ, 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები, მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა. European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.  

უახლესი ამბები