1 ოქტომბერს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ლიმანში შევიდნენ და ქალაქის ნაწილი დაიკავეს.
Deepstatemap-ის რუკის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა დატოვეს დასახლებების - ტორსკოეს და ზარეჩნოეს ნაწილი. სწორედ ამ ორი სოფლის გავლით შეეძლოთ ოკუპანტებს იარაღი და პერსონალი მიეწოდებინათ ლიმანისთვის კრემენნაიადან (ლუგანსკის ოლქი). ახლა მათი გარკვეული ნაწილი "ნაცრისფერ ზონაშია“.
ფრონტის სხვა მიმართულებებზე ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანთან 5 დასახლების გათავისუფლება დაადასტურა.
ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანის გარეუბანში უკრაინის დროშა აღმართეს.
ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარების გაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქში ბრძოლები გრძელდება.