ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 26 ოქტომბერს შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის  ჯავრიშვილის კლინიკის “ოფთალმიჯის“ მაღალკავალიფციურმა ექიმმა სოფიო იმედაშვილმა სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად,

ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია.

უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 50-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, თოთხმეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.

ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.

მსგავსი სიახლეები