დევი მეზურნიშვილი - მართალი გითხრათ, არ ველოდი, ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანიდან მოზარდები ამოიყვანა, ბინა აჩუქა. ამის შესახებ დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია, მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე  საუბარი და  წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.

მართალი გითხრათ, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.

ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც", - წერს დევი მეზურნიშვილი.

ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა 13 ოქტომბერს დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ, 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად. მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.     

დევი მეზურნიშვილმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადა მოზარდები შადრევნიდან ამოიყვანა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები