ადვოკატი - შპს "ელ ემ სის" ოფისიდან 22 კომპიუტერი და მეხსიერების ბარათები ამოიღეს

არქიტექტურილი კომპანიიდან, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის პროექტი შეადგინა, პოლიციამ კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები ამოიღო.

არქიტექტურული კომპანიის, შპს "ელ ემ სი"  ადვოკატის  ზაზა ნაჭყებიას  განცხადებით, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, როგორც მოხვდა შეცვლილ პროექტზე კომპანიის შტამბები და ხელმოწერა.

"შპს "ელ ემ სის" ოფისიდან 22 კომპიუტერი და მეხსიერების ბარათები ამოიღეს. ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს,  თუ სად და ვის მიერ და რა ეტაპზე მოხდა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, რამაც გამოიწვია პროექტის გაყალბება. 

კომპანიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ელექტროსადენები გოფრირებულ მილში უნდა ყოფილიყო მოთავსებული, სამშენებლო კომპანიამ კი მეტალის მასალაში ჩასვა. გარდა ამისა, ჩაძირული ტუმბოები, ჩვენი პროექტის მიხედვით,  შადრევნის  გარეთ  უნდა ყოფილიყო, შეცვლილ პროექტში ჩაძირული ტუმბოები მრგვალი შადრევნის პერიმეტრში არის განთავსებული“, - განაცხადა ნაჭყეპიამ.

ვაკის პარკის შადრევნის  პროექტის ავტორის შალვა ქურიძის განცხადებით, პროექტში ცვლილებები მათ არ შეუტანიათ და არ იცის, როგორ მოხვდა დოკუმენტზე მათი ხელმოწერა და შტამპი. 

"მომართვა უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ რამე დაგვედასტურებინა, ასეთი მომართვა არ ყოფილა. ჩვენ არ გაგვიკეთებია პროექტის ცვლილება.  გამოძიება ადგენს გაყალბებულია თუ არა პროექტის ავტორის ხელმოწერა და შტამპი“, - განაცხადა ქურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები