ვაკის პარკის საქმეზე რვა დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა, ერთი გამართლდა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან 8 პირს პატიმრობა მიესაჯა, ერთი კი გამართლდა.

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ვალერი გოგიშვილი. 

პატიმრობა შეეფარდათ: "გრინსერვისის" დირექტორს ლაშა ფურცვანიძეს - 6 წელი;  ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს - 4 წელი; "მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და "მშენ-ექსპერტის" ექსპერტ დავით თუშიშვილს - 3 წელი და 6 თვე;  შპს "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელ ლაშა ჭიღიტაშვილს, "გრინსერვისი+"-ის თანამშრომელ დევი კახოიძეს, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილსა და შპს "გრინსერვის+-ის" საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანს - 3-3 წელი. 

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასვლის შემდეგ კი მათ დენმა დაარტყა. მათგანი ერთი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 

მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი გასული წლის 18 ოქტომბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები