გია ხუხაშვილი - რაც უფრო ნაკლებს იკინკლავებენ და დროზე წარმართავენ პროცესს, უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს პარტია

მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის გამო მელიასგან ისეთ რამეს ითხოვენ, რაც შეუძლებელია,  პრაქტიკულად, ჯადოქრობას ითხოვენ, - ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით,  ფაქტია, რომ პარტიაში კრიზისი არსებობს და რაც უფრო სწრაფად ჩატარდება არჩევნები უმჯობესია, ვიდრე პროცესი უფრო რთულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. 

"კანონზომიერია რაც იქ ხდება, არის რეალურად შიდა პარტიული კრიზისი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ საზოგადოებაზე, ასეთი ტიპის კრიზისები წყდება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებს იკინკლავებენ და დროზე წარმართავენ ამ მიმართულებით პროცესს, უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს პარტია. ვფიქრობ, რომ უნდა შეწყვიტონ ახლა ერთმანეთის კრიტიკა, ჩაატარონ შიდა პარტიული არჩევნები და რაც მთავარია, ორივე მხარემ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ აღიარებს შედეგებს და პარტიულ დისციპლინას არ დაარღვევს. ეს არის ერთადერთი ფორმულა, დანარჩენი,  ვინ ვის უკან დგას, ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. 

ჩვენ თუ გვინდა ამ ორ მხარეს შორის ფრონტის ხაზის გატარება, ეს ხაზი იმდენად კეზერაშვილსა და ასეთ სუბიექტებზე კი არ  გადის, არამედ გარკვეულ მენტალურ სხვაობაზე.  ერთი ნაწილი არის, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილზეა ორიენტირებული და მისი ციხეში ყოფნის გამო მელიასაგან ისეთ რამეს ითხოვენ, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, ჯადოქრობას ითხოვენ.  არის მეორე მხარე, რომელიც რაციონალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვება. პარტიაში დაპირისპირება ამ ნიშნით არის, ვის უკან კეზერაშვილი დგას და ვის უკან მერაბიშვილი, ამაზე ვერ ვიჭორავებ, ფაქტია, არსებობს დაძაბულობა და მისი განმუხტვის საშუალებაა შიდა პარტიული არჩევნები. ჯობია, რომ ეს კრიზისი სათავეშივე ჩაახშონ, ვიდრე უარეს პრობლემებში გადაიზარდოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.  

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა ნაწილმა პარტიაში ყველა დონის არჩევნების ჩატარება მოითხოვა, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თანხმობა განაცხადა, თუმცა როდის ჩატარდება არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები