ნატო ჩხეიძე - ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს, შეხედავ ადამიანი არის ძვალი და ტყავი, მოძრაობა უჭირს

შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილს ამ მდგომარეობაში არ ვნახავდი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ კლინიკა "ვივამედში“ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და საკვირველია, რომ არ არის ის ინტენსიურ განყოფილებაში გადაყვანილი.  

"მე რა თქმა უნდა, სიტყვების მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ მგონია,  ვინმესთვის ჩემი მონაყოლი სასიამოვნო იყოს,  ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი თუ "ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, - "თერაპიულ განყოფილებაში წევს და არა ინტენსიურში, რა მოხდა,  ძალიან კარგად არისო“,  რატომ შეიძლება იყოს ასეთი სნეული ადამიანი თერაპიულ განყოფილებაში და რატომ არ არის ინტენსიურ განყოფილებაში.

ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად ჩონჩხი. ამბობენ დაიკლოო, 30 კგ, თუ რამდენი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეხედავ ადამიანი არის ძვალი და ტყავი. მოძრაობა უჭირს, მხრის მოძრაობა უჭირს, საერთოდ, სახსრების მოძრაობა უჭირს. ის რაც არ უჭირს, ეს არის საუბარი, ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით“, - განაცხადა ჩხეიძემ. 

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს შესაბამის მკურნალობას. 

"იმდენად მძიმეა, უნდა იყოს დადგენილი მისი ყველა დაავადება და იყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში არ ვნახავდი.

ეს არის სნეული და ექიმობით და წამლით თუ ვერ მკურნალობს, სიტყვით მაინც უნდა უმკურნალოს, ის არის პატიმარი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ადამიანის ნუგეში, თუნდაც იმის, ვინც 20 წელიწადია, არ უნახავს“, - განაცხადა  ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები