მეუფე სვიმეონი - წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე და შედეგმაც არ დააყოვნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად მასზე და შედეგმაც არ დააყოვნა".

"ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე და ყველამ გაიგოს ეს. არაფერი დასამალი არ მაქვს.

მოგეხსენებათ კარგად, ტელევიზიები არიან აქ და მოგეხსენებათ ყველას, რომ მე არასდროს გამოვირჩევი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებაში იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ. 

სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგი არის ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო, მოგეხსენებათ, თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე და შედეგმაც არ დააყოვნა", - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

ხაშურის დედათა მონასტერზე თავდასხმისთვის ორი პირია დაკავებული. ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. 

მონაზონი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

უახლესი ამბები