თორნიკე გორდაძე - სააკაშვილის ციხეში ამ მდგომარეობაში ყოფნით, შესაძლოა, ივანიშვილი თავის ლოიალობას უჩვენებს რუსეთს

სააკაშვილის ციხეში ამდენ ხანს და ამ მდგომარეობაში ყოფნით, შესაძლოა, ივანიშვილი თავის ლოიალობას უჩვენებს რუსეთს და ამით იცილებს სხვა რაღაცებს, რაც შეიძლება რუსეთმა მას მოსთხოვოს, - ამის შესახებ პარიზის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სწორი იყო მიხეილ სააკაშვილის გათვლა, როდესაც მან დახმარებისათვის მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს, რადგან საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან. 

"მე მგონი სწორი გათვლაა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მოთხოვნა. შეწყალების მიღების გადაწყვეტილებაში მას შეიძლება დაეხმაროს საფრანგეთის პრეზიდენტი. ივანიშვილი ძალიან უფრთხილდება საფრანგეთში თავის პოზიციებს. ის 90-იანი წლებიდან ცდილობდა,  რომ მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული არ ყოფილიყო.  საფრანგეთში მას საკმაოდ ბევრი ფული აქვს დახარჯული, ბევრი საქველმოქმედო აქცია აქვს განხორციელებული. მართალია,  ის უფრთხილდება საფრანგეთის დამოკიდებულებას, მაგრამ მას ბევრად უფრო ეშინია რუსეთის, მაქსიმუმი, რაც შეუძლია საფრანგეთს, ეს არის რომ მისი ორდენი წაიღოს უკან, ხოლო რუსეთის მხრიდან მას პირდაპირ განადგურება  ემუქრება. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი არის ამდენ ხანს და ასეთ მდგომარეობაში  ციხეში,  არის ის,  რომ ივანიშვილი, ალბათ, თავს იზღვევს.  ჩვენ ვიცით რა სიხარულით და ჟრიამულით შეეგება სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს რუსეთი,  რა თქმა უნდა,  ამით ის აჩვენებს რუსეთს თავის ლოიალობას და შესაძლოა,  თავიდან იცილებს სხვა რაღაცებს, რაც შეიძლება მას რუსეთმა მოსთხოვოს. ამიტომ  სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი მარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ უნდა განვიხილოთ, შედარებით დიდი მასშტაბის პრობლემაა“, - განაცხადა გორდაძემ.   

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში საფრანგეთის პრეზიდენტი იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ  ჩათვლის,  რომ ეს მისი პოლიტიკური იმიჯისთვის პოზიტიური  იქნება.  

"თუ მოხდა რეგიონული მნიშვნელობის პოლიტიკოსის გარდაცვალება ციხეში, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა და ამაზე არრეაგირება, მითუმეტეს, რომ არსებობს უკვე ამ ადამიანისგან  და კიდევ ბევრი სხვა ადამიანისგან წერილი და მიმართვა, ჩაერიოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებს, რადგან თუკი ღმერთმა ნუ ქნას, ფატალური შედეგი დადგა, მას ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა. ახლა მისთვის, როგორც ლიდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  გამოჩნდეს, რომ აქტიურია“, - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

უახლესი ამბები