ლევან ბერძენიშვილი - ხელისუფლების გაკეთებული იყო, ამაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება

ყვარლის "ევროკლუბში", სადაც ასევე "ამერიკული კუთხე" ფუნქციონირებს, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინფორმაცია "ევროკლუბის" ხელმძღვანელმა ნიკა გურინმა გაავრცელა.

"ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში", - წერს გურინი სოციალურ ქსელში.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ადგილზე 3-4 პოლიციელი, რომელთაც არ უფიქრიათ, რომ დარბაზში შეეყვანათ.

"მე ვიყავი მოწვეული რომ ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით ილიაზე მესაუბრა, მაგრამ თელავიდან გამოუგზავნიათ ბრიგადა, რომ ჩაეშალათ ეს ღონისძიება. ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ სულ 3-4 პოლიციელი იყო. ჩემი იქ შესვლა არ იყო უზრუნველყოფილი. გამოთქვეს პრეტენზიები, არ მოეწონათ, არ მოსწონთ ჩემი აზრები, რაღაცებზე, საერთოდ. მე მეგონა, ერეკლეზე იქნებოდა მარტო, მაგრამ თურმე ლგბტ თემთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები... საერთოდ, მე არ მოვწონვარ ამ ხალხს.

წარმოუდგენელი იყო, იქ შესვლა, მანქანიდან არც ჩამოვსულვარ. ეს იყო მომზადებული კადრები, ლაპარაკობდნენ სისულელეებს, ლაპარაკობდნენ გაუმართავად, ანუ ცოტა წერა კითხვასთან მწყრალად იყვნენ. მომისიეს ასეთი მოქალაქეები.

ხელისუფლების გაკეთებული იყო, ამაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. რაში ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს, ახლა უნდა დაფიქრდეს კაცი. ბოლო ბოლო რას დავაშავებდი? ილიაზე უნდა მელაპარაკა. ორგანიზებული სახე ჰქონდა, აშკარად საჯარო მოხელეები იყვნენ, ესენი არ იყვნენ უბრალო მოქალაქეები, მაგრამ ასეთი საჯარო მოხელეები თუ გვყავს, კარგად ჰქონიათ თელავში საქმე.

ეს ის ხალხი იყო, ვისაც ადრე ვხედავდით ტელევიზიით, რომლებსაც ეწყინათ, რომ მათ პაპას შევეხე მე. "ერეკლე ჩემი პაპააო რომ იძახდა", ასეთი ტანმორჩილი შუახნის კაცი აქტიურობდა. მე უკან დავბრუნდი თბილისში, ამ მოქალაქეებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, განწყობილი იყვნენ აგრესიულად და ალბათ, მაღალ ქულებს ჩაიწერდნენ ფიზიკურად თუ შეგვეხებოდნენ. მაგისი ილუზია, რომ 3 ცალი პოლიციელი ვინმეს დაიცავდა, არ მქონია. ნათელი იყო, რომ პოლიცია აბსოლუტურად მშვიდად იდგა, ერთი წამით არ უფიქრიათ, რომ მე რამენაირად დარბაზში შევეყვანე“ - განაცხადა "რადიო თავისუფლებასთან" ლევან ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnikagurini%2Fposts%2Fpfbid0vusvUdZisZQ2w4SrM2dCqUd6fdCfDRT3UmeADiAg6TXDWc1JBByvxGr8yPmJGZHjl&show_text=true&width=500" width="500" height="761" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>