ლევან ბერძენიშვილი - ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან ორგანიზებული ჯგუფი, 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. 

მისივე თქმით, ნიღბიანები მას შემდეგ წავიდნენ, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

"აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს, გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის, ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და იმათთან იციან უკეთ. 

როგორც კი გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. 

ეს ხალხი არ არის რამის გარკვევის მსურველი, მათ უნდათ შურისძიება ჩემზე ვითომ ვაჟა-ფშაველას გამო, სინამდვილეში იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" ჩვენ თვალში არ მოვდივართ.

ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა აღკვეთილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები