ლევან ბერძენიშვილი - მე მგონი, ბოლომდე ვერ გაერკვა, რომ ვაჭრობა, ბიზნესი და ქვეყნის მართვა სხვადასხვა რამ არის

"რეპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღემდე ვერ გაერკვა, რომ ბიზნესი და ქვეყნის მართვა სხვადასხვა რამეა.

"ვაჭარის  ფსიქოლოგია კარნახობდა იმ პოლიტიკურ წინადადებებს, როგორიცაა აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში, ეს გავყიდოთ და ის ვიყიდოთ. მე მგონი, ბოლომდე ვერ გაერკვა, რომ ვაჭრობა, ბიზნესი და ქვეყნის მართვა სხვადასხვა რამ არის. მახსოვს, რომ ანტირუსული განცხადებების გამო, მე და თინა ხიდაშელს სერიოზულად მოგვხვდა, მარტო მაგისგან არა, ზოგიერთი ჩვენიანგისგანაც“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ხათუნა სამნიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2014 წელს ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა.

"ეს არ მითქვამს აქამდე ეთერში. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ "რესპუბლიკელები“, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, "რესპუბლიკელებს“, "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა, მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა“, - განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები