ბორის ჯონსონი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინაში ჩავიდა. ის კიევის ოლქში, ბუჩასა და ბოროდიანკაში იმყოფებოდა.

"ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯონსონი ბოროდიანკას ეწვია და რუსული დაბომბვის შედეგები დაათვალიერა“, - განაცხადა ბოროდიანკის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ჯონსონი დაინტერესდა რამდენმა ადამიანმა შეძლო გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნება.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ასევე ბუჩაში, მასობრივ საფლავზე იმყოფებოდა.

ბორის ჯონსონი ასევე შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს თქმით, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს ჯერ ოფიციალური თანამდებობა არ უკავია და "შეუძლია კერძო ვიზიტით ჩამოვიდეს“.

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის დროს უკრაინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F742676040533747%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>