კობა ნაყოფია - მივიღე ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი - მინდა დავბრუნდე საქართველოში, არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ბიზნესი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივნის კობა ნაყოფიას განცხადებით, მასა და დავით კეზერაშვილს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე საარჩევნო პროცესი იყო.

"თვითონ ვთქვი და არც დამიმალავს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის შედგა შეხვედრა, მათ შორის ამ საკითხებზე იყო ძირითადი მსჯელობა. ყველა ადამიანს აქვს თავის ხედვა. ის, რა თქმა უნდა, დავუშვათ იხრება და მხარს უჭერს ერთ კანდიდატს, მე დავუშვათ ვუჭერ მხარს ნიკა მელია, ეს ცნობილია პირველივე დღიდან და ეს პოზიცია არც შეიცვლება, ზუსტად ვიცი რატომ ვუჭერ მხარს ნიკა მელიას.

დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი ვანო მერაბიშვილიც. იმიტომ რომ ის, როგორც ვიცით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე როგორც მხარს ვუჭერ ვუჭერ ნიკა მელიას. 

იყო შუამავლები, ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ. იყო ერთი, მეორე, რომლებიც მელაპარაკებოდნენ მე, შემდეგ მას და შემდეგ იყო შემოთავაზებები, ხომ არ შეხვდებით, და ძირითადი განსახილველი საკითხი ეს არის მომავალი ამ ვითარებიდან გამომდინარე, მომავალი თანაცხოვრება და გეგმები", - განაცხადა ნაყოფიამ "მთავარი არხის" ეთერში.

მისი თქმით, როდესაც კეზერაშვილს ჰკითხა, რა მიზნები ამოძრავებდა უპასუხა, რომ მას საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ბიზნესი.

"მე ვკითხე მას რა მიზნები ამოძრავებს, მივიღე ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი - "მინდა დავბრუნდე საქართველოში, არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ბიზნესი, ჩემ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო". ახლა მინდა, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ვითარებაო", - განაცხადა ნაყოფიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები