გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის “Liga endesa”-ს მე-18 ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეთვრამეტედ აირჩიეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია “Liga endesa”-ს ისტორიაში, თუმცა ამის გარდა უდიდესი შანსია ქართველი ცენტრი ყველა დროის ლიდერი გახდეს ამ კომპონენტში და ამ შედეგისთვის მხოლოდ ორი აღიარება სჭირდება.
შერმადინმა გასულ ტურში, “ფუენლაბრადას” 20 ქულა ჩაუგდო და კალათიდან ბურთი 8-ჯერ მოუხსნა. მან საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, საბოლოოდ “ტენერიფემ” მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 95:67 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი შეხვედრის და მთლიანი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი