მეუფე გრიგოლი - ამ ხნის განმავლობაში მუდამ ვცდილობდი ღირსეულად მეტარებინა პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც დედა ეკლესიამ დამაკისრა

ამ ხნის განმავლობაში მუდამ ვცდილობდი ღირსეულად მეტარებინა პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც დედა ეკლესიამ დამაკისრა და გამემართლებინა ის ნდობა, რაც წმიდა სინოდმა და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქმა გამომიცხადა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ხობში, ნოჯიხევის დედათა მონასტერში მისი ეპისკოპოსად კურთხევის 27 წლისთავისადმი მიძღვნილ სამადლობელ პარაკლისზე განაცხადა.

"1996 წლის 24 მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ჩემი საეპისკოპოსო ხელდასხმა, რაც აღასრულა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამონაწილეობით.

მას შემდეგ 27 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მუდამ ვცდილობდი ღირსეულად მეტარებინა პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც დედა ეკლესიამ დამაკისრა და გამემართლებინა ის ნდობა, რაც წმიდა სინოდმა და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქმა გამომიცხადა. მუდამ მახსოვდა ხელდასხმის წინ ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვა და სწორედ ამ გზას მივუყვები დღემდე, თუმც კი ეს იმაზე მეტად რთული (და მძიმეც) აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ წარმომედგინა; ადამიანი ხომ გზადაგზა სწავლობ და აცნობიერებ იმას, რაც შეუძლებელია მანამდე გცოდნოდა ან წარმოგედგინა; ყოველდღიური გამოცდილება, რასაც იძენ მღვდელმთავრული მსახურებისას (ლიტუგიკულ ცხოვრებაში თუ მრევლთან, სამღვდელოებასთან თუ სამოქალაქო ხელისუფლებასთან ურთიერთობისას), თანდათანობით გწვრთნის და ახალ ცოდნას გძენს: რაღაც ახალს აღმოაჩენ, რაღაცას კი გადააფასებ.

ყოველ ახალ მდგომარეობას ნებისმიერ სფეროში, დასაწყისში ახლავს ერთგვარი შიშიც და ეიფორიაც, რასაც თანდათანობით ენაცვლება ის სინამდვილე, რაც ე.წ. "კულისებს“ მიღმა არსებობს, რაც ზოგჯერ დამამძიმებელიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ეკლესიას (თავისი არსით) ვერცერთ ინსტიტუციას ვერ შევადარებთ, ხოლო სასულიერო პირად ყოფნას კი ვერ დავარქმევთ მხოლოდ პროფესიას, რადგან ეს არის ცხოვრების წესი და ის - ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე - ადამიანის მთელ ცხოვრებას უნდა მოიცავდეს. მეც ჩემს ცხოვრებაში მუდამ ვცდილობდი ამის გათვალისწინებას! ისიც ცხადია, რომ ნებისმიერ ადამიანს გარკვეულ (საფრთხის შემცველ) ზღვარზე უწევს სიარული, რადგან ჩვენ უნდა ვმსახურებდეთ ღმერთს და არა დროს; ეს კი გვავალებს, რომ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, გონიერება და სიბრძნე. შენი (თუნდაც მოზომილი) სიტყვა კონკრეტულ დროსა და ვითარებაში შეიძლება არ იქნას მიღებული, ან გაგებული, ან მოსმენილიც კი; თუმცა ამაზე უარესია, როცა შენს მიმართ ძირგამომთხრელ ქმედებას მიმართავენ. ...და მიუხედავად ამისა, გზა რომლისკენაც უფალმა მოგვიწოდა, ქრისტიანისთვის (და, მით უფრო, სასულიეროთათვის) არის საპატიო, უაღრესად საპასუხისმგებლო და უალტერნატივო. ამ გზას მოწამეობა ჰქვია და ამის უამრავი ცოცხალი მაგალითი გვაქვს ჩვენს სულიერ წინაპართა ცხოვრებების სახით.

ჩვენს მიერ აღსრულებულ საქმეთა მიუხედავად, დღეს აშკარად ვგრძნობ, რომ თვითდამშვიდების უფლება არ მაქვს. ამ განცდას მიძლიერებს ის ფაქტი, რომ დიდი გამოწვევების წინაშეა მთელი მსოფლიო; შესაბამისად, მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა - ქართული სახელმწიფო; მასთან ერთად რთულ გზას გადის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. დიდი სირთულეებისა და განსაცდელების გზით მოვედით დღემდე და, აი, დღეს კი ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ნათქვამია"არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება. ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო“ (ლკ. 5,37-39).

ეს არის წმიდა სახარებისეული სიბრძნე და ასეა ჩვენს ყოფაშიც. ამიტომ ძალიან გვეიმედება ახალი თაობა, რომელიც ახალ დროშია დაბადებულ-გაზრდილი; ის, რაც მათ განსაკუთრებით დასჭირდება, არის ისტორიული მეხსიერება და კიდევ, სიბრძნე, რასაც ცოდნა და გამოცდილება შესძენს. დღეს აშკარად გამოიკვეთა ქართველი ერის (თავის იდენტობაში) დაბრუნების პერსპექტივა და სირთულეები კიდევ მოიმატებს, განსაცდელი გაძლიერდება; მსგავსად ისრაელიანთა ბიბლიური ისტორიისა, თანამედროვე ფარაონი შესაძლოა, კიდევ უფრო სასტიკი და ბოროტი გახდეს, რის აშკარა სახესაც ვხედავთ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი ფონზე. განსაკუთრებით დასანანია და სამწუხარო, რომ ამ უბედურებისა და საშინელებათა თანამონაწილეა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი და მისი ე.წ. მეინსტრიმული თეოლოგების ჯგუფი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას "მეტაფიზიკური ომის“ კვალიფიკაციას ანიჭებენ და ამით "რაშიზმის თეოლოგიას“ სთავაზობენ თანამედროვე რუსულ და მსოფლიო საზოგადოებას.სწორედ ამიტომ, ჩვენ ხალხს, სრულიად საქართველოს, როგორც არასდროს, გვმართებს სულიერი სიმტკიცე და ერთმანეთის გამხნევება.

"ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება. ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ, და ჩვენ ყოველთა შორის“ (ეფ. 4,5-6).სიახლემ არ უნდა შეგვაშინოს!

კონსერვატიზმი, რაც ეკლესიის ბუნებრივი მახასიათებელი თვისებაა, არ გამორიცხავს განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვას. დღევანდელობის საფრთხე ის არის, რომ აშკარად მიმდინარეობს ფსევდო-ქრისტიანული და ფსევდო-ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მცდელობა, რამაც შესაძლოა კიდეც გვიმსხვერპლოს. ეს გახლავთ ჩვენს წინაშე არსებული ერთ-ერთი საფრთხე; აქედან თავის დაღწევისა და საბჭოთა ეპოქის თანმხლები მენტალური დაავადებისგან გათავისუფლების გზა გადის თავისუფლებასა და საღი აზროვნების პრინციპთა ერთგულებაზე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ღვთის მადლით და დედა ეკლესიის ლოცვით, ჩვენი ხალხი და სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ერთგულ და საიმედო მეგობართა თანადგომით, ღირსეულად გაივლის თავისი ისტორიის ურთულეს და უმნიშვნელოვანეს გზას. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები