მეუფე გრიგოლი - დღეს აშკარად გამოიკვეთა ქართველი ერის თავის იდენტობაში დაბრუნების პერსპექტივა და სირთულეები კიდევ მოიმატებს, განსაცდელი გაძლიერდება

იმედს გამოვთქვამ, რომ ღვთის მადლით და დედა ეკლესიის ლოცვით, ჩვენი ხალხი და სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ერთგულ და საიმედო მეგობართა თანადგომით, ღირსეულად გაივლის თავისი ისტორიის ურთულეს და უმნიშვნელოვანეს გზას, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ხობში, ნოჯიხევის დედათა მონასტერში მისი ეპისკოპოსად კურთხევის 27 წლისთავისადმი მიძღვნილ სამადლობელ პარაკლისზე განაცხადა.

"ჩვენს მიერ აღსრულებულ საქმეთა მიუხედავად, დღეს აშკარად ვგრძნობ, რომ თვითდამშვიდების უფლება არ მაქვს. ამ განცდას მიძლიერებს ის ფაქტი, რომ დიდი გამოწვევების წინაშეა მთელი მსოფლიო; შესაბამისად, მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა - ქართული სახელმწიფო; მასთან ერთად რთულ გზას გადის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. დიდი სირთულეებისა და განსაცდელების გზით მოვედით დღემდე და, აი, დღეს კი ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ნათქვამია "არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება. ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო“ (ლკ. 5,37-39).

ეს არის წმიდა სახარებისეული სიბრძნე და ასეა ჩვენს ყოფაშიც. ამიტომ ძალიან გვეიმედება ახალი თაობა, რომელიც ახალ დროშია დაბადებულ-გაზრდილი; ის, რაც მათ განსაკუთრებით დასჭირდება, არის ისტორიული მეხსიერება და კიდევ, სიბრძნე, რასაც ცოდნა და გამოცდილება შესძენს. დღეს აშკარად გამოიკვეთა ქართველი ერის (თავის იდენტობაში) დაბრუნების პერსპექტივა და სირთულეები კიდევ მოიმატებს, განსაცდელი გაძლიერდება; მსგავსად ისრაელიანთა ბიბლიური ისტორიისა, თანამედროვე ფარაონი შესაძლოა, კიდევ უფრო სასტიკი და ბოროტი გახდეს, რის აშკარა სახესაც ვხედავთ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი ფონზე. განსაკუთრებით დასანანია და სამწუხარო, რომ ამ უბედურებისა და საშინელებათა თანამონაწილეა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი და მისი ე.წ. მეინსტრიმული თეოლოგების ჯგუფი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას "მეტაფიზიკური ომის“ კვალიფიკაციას ანიჭებენ და ამით "რაშიზმის თეოლოგიას“ სთავაზობენ თანამედროვე რუსულ და მსოფლიო საზოგადოებას.სწორედ ამიტომ, ჩვენ ხალხს, სრულიად საქართველოს, როგორც არასდროს, გვმართებს სულიერი სიმტკიცე და ერთმანეთის გამხნევება.

კონსერვატიზმი, რაც ეკლესიის ბუნებრივი მახასიათებელი თვისებაა, არ გამორიცხავს განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვას. დღევანდელობის საფრთხე ის არის, რომ აშკარად მიმდინარეობს ფსევდო-ქრისტიანული და ფსევდო-ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მცდელობა, რამაც შესაძლოა კიდეც გვიმსხვერპლოს. ეს გახლავთ ჩვენს წინაშე არსებული ერთ-ერთი საფრთხე; აქედან თავის დაღწევისა და საბჭოთა ეპოქის თანმხლები მენტალური დაავადებისგან გათავისუფლების გზა გადის თავისუფლებასა და საღი აზროვნების პრინციპთა ერთგულებაზე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ღვთის მადლით და დედა ეკლესიის ლოცვით, ჩვენი ხალხი და სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ერთგულ და საიმედო მეგობართა თანადგომით, ღირსეულად გაივლის თავისი ისტორიის ურთულეს და უმნიშვნელოვანეს გზას. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები