მეუფე გრიგოლი - ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვის მაგალითები მრავლად არის ქართველი ერის ისტორიაში

დღეს საქართველოს ეკლესია იხსენებს და განადიდებს წმიდა მოწამეს დემეტრე თავდადებულს, რომელიც მოღვაწეობდა XIII საუკუნეში (1270-1289 წწ.). 1289 წელს მონღოლთა ყაენის ბრძანებით მას თავი მოკვეთეს. დემეტრე მეორის მოწამეობა იყო ნათელი დადასტურება მოყვასისა და მამულისათვის თავდადებისა, რამეთუ თავისი თავდადებით მან აოხრებისა და დარბევისგან იხსნა თავისი ქვეყანა და ხალხი; სწორედ ამის გამო მადლიერი ქართველი ერი მას თავდადებულად მოიხსენიებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

"ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვის მაგალითები მრავლად არის ქართველი ერის ისტორიაში. თუ არა უფლისადმი რწმენა, მოყვასისა და მამულისადმი თავდადების განსაცვიფრებელი მაგალითები და რაც ყველაზე მთავარია, ზეგარდამო წყალობა ღვთისა, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანური ლოგიკის კანონებით იმის ახსნა, თუ რამ განაპირობა, რომ საქართველო გადარჩა და ქართველი ხალხი დღესაც აგრძელებს თავის ისტორიულ გზას უკეთესი მომავლისკენ.

როგორც წმიდა ილია მართალი ამბობს, ქართველმა ერმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა ღვთის მიმართ, გულზე აღიბეჭდა ჯვარი უფლისა, არასდროს არ უღალატია მისთვის და თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით წერდა საქართველოს ისტორიას.წმიდათა ცხოვრებანი ჩვენთვის არის დიდი ნუგეში. ისინი ჩვენ გვამხნევებენ და გვახსენებენ იესო ქრისტეს შეგონებას: „ ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“ (მთ. 10,28).

დღეს არის ასევე მიცვალებულთა მოხსენიების განსაკუთრებული დღე. ისინი, ვისთვისაც დღეს ლოცულობს ეკლესია, არიან ჩვენი მშობლები, დები, ძმები, შვილები, ჩვენი წინაპრები. საეკლესიო სწავლების თანახმად, ადამიანის სული უკვდავია და ის აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. ამიტომაც ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის, რომ უფალმა დაამკვიდროს ისინი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

ღმერთი მოწყალეა და შეისმენს ჩვენს ვედრებას. ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენ, ჩვენ, ყველას, რომ ჩვენი ცხოვრებით ვიყოთ ქრისტეს ერთგული და მისადმი მიმბაძველნი. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ჩვენთვის უდიდეს მოტივაციას ქმნის იმისთვის, რომ იმედი გვქონდეს, გვჯეროდეს და გვწამდეს:უფლის დანაპირები შესრულდება და თითოეული ადამიანი, რომელიც ქრისტესადმი მიმბაძველობის გზას მიმართავს, საუფლო წიაღის თანაზიარი იქნება.

ეს ჩვენ იმედს გვისახავს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სოფლიდან გავაცილეთ, ვისთვისაც ვლოცულობთ, უფლის მიერ იქნებიან შეწყალებულნი და მიღებულნი. კიდევ ერთს დავსძენ აქვე: არის კიდევ მეორე სოფლიური სახე უკვდავებისა. ეს მდგომარეობს გარდაცვლილთა არ დავიწყებასა და მათთვის ლოცვაში. ღმერთმა დალოცოს ყოველი სული, ვინც დღეს მოვიხსენიეთ და ყოველნი მართლმადიდებლობით აღსრულებულნი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები